“ჩემი პროფესია პრაქტიკაში” – შეხვედრა ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან

დიმიტრი გაბუნია 1Studentjob.ge-ის პროექტის “ჩემი პროფესია პრაქტიკაში” მესამე შეხვედრა 1 აპრილს გაიმართება და სპიკერი კი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იქნება.

დიმიტრი გაბუნია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატია.

2005 წლიდან იგი ხელმძღვანელობს საადვოკატო ბიუროს, რომლის ისტორიაც არაერთი გახმაურებული და ურთულესი საქმის წარმატებით დასრულებას უკავშირდება.

ბატონი დიმიტრის პროფესიული მოღვაწეობის სფერო მოცავს სამოქალაქო, სახელშეკრულებო, ადმინისტრაციულ, კორპორაციულ და ინტელექტუალურ სამართალს. ამასთანავე, მისი საქმიანობის სფერო მოიცავს ისეთი საკითხების დარეგულირებას, რაც დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან, შრომისა და საგადასახადო სამართალთან.

2003-2007 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის საარბიტრაჟო პალატას. 2009 წელს დაფუძნა საქართველოში პირველი ადვოკატთა სკოლა.

დიმიტრი გაბუნიას წარმატებული კარიერის მანძილზე მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის 2006 წელს იგი დასახელდა წლის ადვოკატად. გარდა ამისა,  კითხულობს ლექციებს GIPA – ში.

მაშ ასე: რა არის მისი წარმატების ფორმულა? რა უნარები, ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია დასჭირდა მის პროფესიაში წარმატების მისაღწევად?
გაიგეთ მეტი თქვენი პროფესიის პრაქტიკული მხარეების შესახებ!
შეხვედრებზე დასწრება სარეგისტრაციო ფორმის შევსებით იქნება შესაძლებელი: http://bit.ly/1Zzfret
ღონისძიების ჩატარების ადგილი: „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ – ბახტრიონის 11ბ

“ჩემი პროფესია პრაქტიკაში”:

პირველი შეხვედრა –  TBC ბანკის ვიცეპრეზიდენტი დავით წიკლაური:  http://goo.gl/agFycR

მეორე  შეხვედრა – ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი – გიორგი იაშვილი:http://goo.gl/DmAao7

#ჩემიპროფესიაპრქტიკაში

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge