ნინო ბერუაშვილი ეროვნული ბანკის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი

HR hub – ის რიგით მეხუთე ღონისძიება 19 მარტს გაიმართება. HR hub – ში გვეყოლება ორი მენტორი, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ამზადებენ საპრეზენტაციო თემებს. გარდა ამისა, იქნება კლუბის წევრებს შორის იდეების გაზიარება, ნეთვორქინგი და კიდევ ბევრი სხვა სიურპრიზი …

მაშ ასე, გაიცანით HR hub – ის მეხუთე ღონისძიების პირველი მენტორი: ნინო ბერუაშვილი

ნინო ეროვნული ბანკის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მას აქვს 11 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების სფეროში. არის მიწვეული ლექტორი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა (GIPA) და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU). გარდა ამისა, გააჩნია ტრენინგების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება.

 

თემა: ორგანიზაციის გუნდების მეშვეობით მართვის მოდელი – ინოვაციური სტილი

თემის მოკლე აღწერა:

თანამედროვე ცვალებად ბიზნეს-გარემოში მომხმარებლისათვის კონკურენტუნარიანი პროდუქტის შეთავაზება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ეს კი ორგანიზაციაში ინოვაციების მასტიმულირებელი სტრუქტურის შექმნით ხდება შესაძლებელი. გუნდებით მმართველობა ერთ-ერთი გზაა, რომელიც ხელს უწყობს იდეების ქვემოდან ზემოთ მიწოდებას და ინოვაციების განხორციელებას. ამიტომ თანამედროვე ბიზნეს-გარემოში უფრო და უფრო მეტი ორგანიზაცია გადადის გუნდების მეშვეობით მართვის სტილზე.

 

მაშ ასე, საინტერსოა:
1. როგორ უზრუნველვყოთ  თანამშრომელთა გუნდური შეჭიდულობის ჩამოყალიბება?

2. როგორ შევუწყოთ ხელი თანამშრომელთა მხრიდან ინიციატივისა და კრეატიული იდეების წარმოშობას და თან არც მათი პროფესიული და პიროვნული ზრდის საკითხი გამოგვრჩეს?

3. რა უპირატესობები აქვს გუნდებით მმართველობას?

4. როგორ შეიძლება მისი დანერგვა ორგანიზაციაში?

ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის.

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge