HRM – ეს არის საინფორმაციო-ანალიტიკური რუბრიკა ადამიანური რესურსების მართვის შესახებ. აქ იხილავთ ინტერვიუებს ამ სფეროში მოღვაწე წარმატებულ პრაქტიკოსებთან, HR სიახლეებს, აქტუალური თემების მიმოხილვას, სტატისტიკას, ტენდენციებსა და ა.შ ჩვენი მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ წარმატებული და პროფესიონალი HR სპეციალისტები. HRM სწორედ ამისთვის შეიქმნა. ჩვენი რუბრიკის პირველი სტუმარი - ეკა ლომიძეა, რომელიც უკვე 7 წელია “რედისონ ბლუ ივერია”-ს HR დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ეკა პროფესიით ფსიქოლოგია, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი. რის შემდეგაც სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრა. საქართველოში ამერიკიდან დაბრუნებულმა HR-ის მიმართულებით დაიწყო მუშაობა. HR hub გთავაზობთ საინტერესო ინტერვიუს ეკა ლომიძესთან. რატომ გადაწყვიტეთ ადამიანური რესურსების მიმართულებას გაყოლოდით? სრულიად შემთხვევით მოვხვდი ამ სფეროში. მე როდესაც ჩამოვედი ამერიკიდან, მაშინ „მაგთიკომი“ იხსნებოდა და შევიტანე განაცხადი. სწორედ მისმა დირექტორმა მიბიძგა ამ სფეროსკენ. მე უფრო ფსიქოლოგიური მიმართულებით მინდოდა მუშაობა. პროფესიული თვალსაზრისით რა მოგცათ ამერიკაში გატარებულმა წლებმა? ძალიან ბევრი რამ მომცა. ხედვა მომცა სხვა. საქართველოში, ჩემს პროფესიაში საკმაოდ საფუძვლიანი თეორიული ცოდნა მივიღე. იქ უბრალოდ მასწავლიდნენ პრაქტიკაში როგორ უნდა გამომეყენებინა, მაგრამ მთავარი ეს არ არის. საზღვარგარეთ როცა მიდიხარ, ხედვა გეცვლება საერთოდ. დავინახე რომ სამყარო დიდია, ბევრი ადამიანია, რაღაცნაირად…
Read More
19 მარტს HR hub - ის რიგით მეხუთე ოფიციალური ღონისძიებაა. HR hub - ში გვეყოლება ორი მენტორი, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ამზადებენ საპრეზენტაციო თემებს. გარდა ამისა, იქნება კლუბის წევრებს შორის იდეების გაზიარება, ნეთვორქინგი და კიდევ ბევრი სხვა სიურპრიზი ... მაშ ასე, გაიცანით HR hub - ის მეხუთე ღონისძიების მეორე მენტორი: თინათინ ბონი თინათინი ჯეოსელის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მუშაობდა PepsiCo International - სა და EFES - შიც. არის სერტიფიცირებული ტრენერი (PepsiCo certified trainer of “First Time Manager” and “Coaching Manager” programs). თემა: "დამსაქმებლის ბრენდინგი" თემის მოკლე აღწერა - თინათინ ბონი ისაუბრებს საკითხებზე როგორიცაა: რა არის დამსაქმებლის ბრენდინგი და რა როლი აქვს ამაში HR მენეჯერს? როგორ იგეგმება ბრენდინგისთბის საჭირო ხარჯები წლიური გეგმის შექმნის დროს და როგორ ვითვლით ამონაგებს ინვესტიციიდან? აქვს თუ არა დამსაქმებლის ბრენდინგს გავლენა ფსიქოლოგიურ კონტრაქტზე? ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის.
Read More