ორგანიზაციული და პიროვნული კვლევების ერთიანი ანალიზის უპირატესობა

HR hub – ის რიგით მეოთხე ღონისძიება 30 იანვარს 11:00 საათზე გაიმართება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ღონისძიების მხარდამჭერი კომპანია “შატო მუხრანია”, HR hub-ის შეხვედრა სწორედ “შატო მუხრანის” სასახლეში ჩატარდება.

HR hub – ში გვეყოლება ორი მენტორი, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ამზადებენ საპრეზენტაციო თემებს. გარდა ამისა, იქნება კლუბის წევრებს შორის იდეების გაზიარება, ნეთვორქინგი და კიდევ ბევრი სხვა სიურპრიზი …

მაშ ასე, გაიცანით HR Hub – ის მეოთხე ღონისძიების მეორე მენტორი: პაპუნა ბარათაშვილი

პატონი პაპუნა  ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში HR ექსპერტია. ის HR hub – ის რიგით მეოთხე ღონისძიების მენტორია და გამოცდილებითა და საინტერესო ქეისებით თქვენთან შესახვედრად ემზადება.

პაპუნა ბარათაშვილი ისაუბრებს თემაზე: “ორგანიზაციული და პიროვნული კვლევების ერთიანი ანალიზის უპირატესობა”

HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ
დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება.
შეხვედრა გაიმართება 30 იანვარს   11:00, ” შატო მუხრანის” სასახლეში, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია.
ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის!

 

ძალიან საინტერესო ღონისძიება გველის!

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge