HR hub – ის რიგით მეოთხე ღონისძიება 30 იანვარს გაიმართება

30 იანვარს HR hub – ი  ოფიციალური წევრებისათვის რიგით მეოთხე შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას 2 მენტორი ეყოლება და მას “შატო მუხრანის” სასახლე  უმასპინძლებს. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის.

მოწვეული მენტორები იქნებიან:

1. ნინო გაჩეჩილაძე – TBC ბანკის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
თემა: “თანამშრომელთა ჩართულობა და მისი მნიშვნელობა კომპანიისთვის”.
 2. პაპუნა ბარათაშვილი – ფინანსთა სამინისტრო აკადემია. თემა: “ორგანიზაციული და პიროვნული კვლევების ერთიანი ანალიზის უპირატესობა”.
HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება.
შეხვედრა გაიმართება 30 იანვარს   11:00, ” შატო მუხრანის” სასახლეში, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია.
ღონისძიებებზე დასწრებას მხოლოდ HR hub – ის ოფიციალური წევრები შეძლებენ.
თუ გსურთ გაიგოთ მეტი HR hub – ის წინა ღონისძიებების შესახებაც გადადით ამ ლინკზე: http://goo.gl/El0Jxp
« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge