StudentJob.ge – ის ორგანიზებით ჩატარდება ტრენინგი: “როგორ დავგეგმოთ კარიერა და მივაღწიოთ წარმატებას”

ტრენინგიStudentJob.ge დასაქმებისთვის საჭირო უნარჩვევებზე სტუდენტებისთვის  ტრენინგ/სემინარებს ჩაატარებს.

სტუდენტური დასაქმების პორტალი –  StudentJob.ge  სტუდენტებისთვის კარიერის დასაგეგმად და განსავითარებლად  საჭირო უნარ – ჩვევების შესახებ   2 დღიან პრაქტიკულ ტრენინგს ჩაატარებს.

ტრენინგზე განიხილება ისეთი აქტუალური და საინტერესო საკითხები, როგორიცაა: რეზიუმეს (CV) შედგენა, სამოტივაციო წერილის დაწერა, გასაუბრების ინტერვიუს კითხვებისთვის მომზადება და მათზე სწორი/ეფექტური  პასუხების გაცემა.
სტუდენტები გაეცნობიან კარიერის დაგეგმვის  სტრატეგიებს და შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

ტრენინგს გაუძღვება ცირა შანავა.

ტრენინგი 23 და 24 დეკემბერს  (12:00 – 15:45) კავკასიის საერთაშორისო უნივრისტეტში ჩატარდება, რომელიც ტრენინგ/სემინარის ოფიციალური მხარდამჭერია.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.studentjob.ge

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge