HR hub – ის რიგით მეორე ღონისძიება 25 სექტემბერს გაიმართა

HR hub – ის რიგით მეორე ღონისძიება 25 სექტემბერს  გაიმართა სასტუმრო “ტერასაში”, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია.

ამ ღონისძიებაზე გვყავდა სამი მენტორი:

  1.   ანი გოცირიძე – საკონსულტაციო კომპანია KPMG -ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: კორპორატიული კულტურა.
  2. მარინა კუჭუხიძე – იუსტიციის სახლის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: პროფესიული და კარიერული განვითარების სისტემა და მოდელები იუსტიციის სახლში
  3. ეკა ლომიძე – რედისონ ბლუ ივერიას HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: Yes I can

შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.

შეგახსენებთ, რომ HR hub-ის პირველი ღონისძიებაზე 9 ივლისს ჩატარდა და გვყავდა სამი  მენტორი:

1.მსოფლიოს ნომერ პირველი საძიებო სისტემის Google – ს HR დეპარტამენტის წარმომადგენელი, რეკრუიტერი – რებეკა ო ფარელი მის კოლეგასთან Anam Akhtar – თან ერთად, ისინი ვიდეო ზარით ჩაგვერთვნენ გუგლის დუბლინის ოფისიდან http://goo.gl/ur9b1Y

2. საკონსულტაციო კომპანია Insource -ის მმართველი პარტნიორი, თავისუფალი უნივერსიტეტისა და მართვის აკადემიის ლექტორი – მედეა ტაბატაძე. http://goo.gl/JgD8rS
HR hub – ის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება მიეცემათ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული იდეების გაზიარება.

მომავალ შეხვედრამდე!

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge