INNOVATIONS LAB სპეციალურად თქვენთვის შეიქმნა და მიზნად ინოვაციური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარის წახალისებას ისახავს. თქვენ სხვადასხვა ფაკულტეტებზე, სხვადასხვა მიმართულებით სწავლობთ, მაგრამ ყოველი თქვენგანი სარგებლობს საბანკო მომსახურებით, იცნობს სოციალურ ქსელებს თუ სხვადასხვა აპლიკაციებს. ხშირად ისმენთ და კითხულობთ ბანკების აქციებისა და სხვადასხვა შეთავაზების შესახებ, გაინტერესებთ, თუ რა პროცესების შედეგად იქმნება საბანკო პროდუქტები და ყალიბდება კონკრეტულ შეთავაზებად.
„ბანკი რესპუბლიკა“ გიწვევთ ორდღიან „ბრეინშტორმინგზე“ ტრენინგცენტრში. შეხვედრას გაუძღვებიან მოდერატორები, რომლებიც უზრუნველყოფენ თითოეული მონაწილის მიერ თავის სათანადოდ წარმოჩენას. შეხვედრის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა საჩუქარი და სერტიფიკატი. გამორჩეული იდეების ავტორები კი დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:
✔ MacBook Air
✔ Nexus 6
✔ Amazon Kindle Paperwhite
დაინტერესდით?
გთხოვთ, 31 ოქტომბრამდე შეავსოთ აპლიკაციის შემდეგი ფორმა:
✔ http://bit.ly/1QSugWx
ჩვენ გავეცნობით თქვენს განაცხადს და დაგიკავშირდებით.
პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს.
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
Info@republic.ge