Monthly Archives: October 2015

HR HUB – ის რიგით მესამე ღონისძიება 21 ნოემბერს გაიმართება

21 ნოემბერს კლუბი HR hub - ი  ოფიციალური წევრებისათვის რიგით მესამე შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას 3 მენტორი ეყოლება და მას სასტუმრო The Terrace უმასპინძლებს. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub - ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება გამოცდილებისა და კრეატიული იდეების გაზიარება. კლუბის პირველი ღონისძიება 9 ივლისს სასტუმრო The Terrace – ში გაიმართა, სადაც გვყავდა სამი მენტორი: ორი წარმომადგენელი Google – ის HR დეპარტამენტიდან Rebecca O’Farrell , Anam Akhtar და InSource – დან ქალბატონი მედეა ტაბატაძე. კლუბის მეორე  ღონისძიება 9 ივლისს სასტუმრო The Terrace – ში გაიმართა, სადაც გვყავდა სამი მენტორი: ანი გოცირიძე -  საკონსულტაციო კომპანია KPMG - ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მარინა კუჭუხიძე - იუსტიციის სახლის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეკა ლომიძე - რედისონ ბლუ იბერიას HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. HR hub განაგრძობს HR სფეროში საინტერესო ღონისძიებების გამართვას და შემდგ შეხვედრას 21 ნოემბრისთვის აანონსებს. შეხვედრა გაიმართება 21 სექტემბერს 11:00, სასტუმრო “ტერასაში”, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია.

Read More

ბანკი რესპუბლიკას ინვოვაციური პროექტი სტუდენტებისთვის – INNOVATIONS LAB

INNOVATIONS LAB სპეციალურად თქვენთვის შეიქმნა და მიზნად ინოვაციური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარის წახალისებას ისახავს. თქვენ სხვადასხვა ფაკულტეტებზე, სხვადასხვა მიმართულებით სწავლობთ, მაგრამ ყოველი თქვენგანი სარგებლობს საბანკო მომსახურებით, იცნობს სოციალურ ქსელებს თუ სხვადასხვა აპლიკაციებს. ხშირად ისმენთ და კითხულობთ ბანკების აქციებისა და სხვადასხვა შეთავაზების შესახებ, გაინტერესებთ, თუ რა პროცესების შედეგად იქმნება საბანკო პროდუქტები და ყალიბდება კონკრეტულ შეთავაზებად. „ბანკი რესპუბლიკა“ გიწვევთ ორდღიან „ბრეინშტორმინგზე“ ტრენინგცენტრში. შეხვედრას გაუძღვებიან მოდერატორები, რომლებიც უზრუნველყოფენ თითოეული მონაწილის მიერ თავის სათანადოდ წარმოჩენას. შეხვედრის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა საჩუქარი და სერტიფიკატი. გამორჩეული იდეების ავტორები კი დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით: ✔ MacBook Air ✔ Nexus 6 ✔ Amazon Kindle Paperwhite დაინტერესდით? გთხოვთ, 31 ოქტომბრამდე შეავსოთ აპლიკაციის შემდეგი ფორმა: ✔ http://bit.ly/1QSugWx  ჩვენ გავეცნობით თქვენს განაცხადს და დაგიკავშირდებით. პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს. კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: Info@republic.ge

Read More

HR hub – ის რიგით მეორე ღონისძიება 25 სექტემბერს გაიმართა

HR hub – ის რიგით მეორე ღონისძიება 25 სექტემბერს  გაიმართა სასტუმრო “ტერასაში”, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია. ამ ღონისძიებაზე გვყავდა სამი მენტორი:   ანი გოცირიძე – საკონსულტაციო კომპანია KPMG -ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: კორპორატიული კულტურა. მარინა კუჭუხიძე – იუსტიციის სახლის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: პროფესიული და კარიერული განვითარების სისტემა და მოდელები იუსტიციის სახლში ეკა ლომიძე – რედისონ ბლუ ივერიას HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: Yes I can შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. შეგახსენებთ, რომ HR hub-ის პირველი ღონისძიებაზე 9 ივლისს ჩატარდა და გვყავდა სამი  მენტორი: 1.მსოფლიოს ნომერ პირველი საძიებო სისტემის Google – ს HR დეპარტამენტის წარმომადგენელი, რეკრუიტერი – რებეკა ო ფარელი მის კოლეგასთან Anam Akhtar – თან ერთად, ისინი ვიდეო ზარით ჩაგვერთვნენ გუგლის დუბლინის ოფისიდან http://goo.gl/ur9b1Y 2. საკონსულტაციო კომპანია Insource -ის მმართველი პარტნიორი, თავისუფალი უნივერსიტეტისა და მართვის აკადემიის ლექტორი – მედეა ტაბატაძე. http://goo.gl/JgD8rS HR hub – ის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება მიეცემათ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული იდეების გაზიარება. მომავალ შეხვედრამდე!

Read More

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge