StudentJob.ge - ის ორგანიზებით 28 სექტემბერს დასაქმებისთვის საჭირო უნარ–ჩვევების შესახებ სტუდენტებისთვის ტრენინგ/სემინარი ჩატარდა. ტრენინგის სახელწოდებაა: "როგორ დავგეგმოთ კარიერა და მივაღწიოთ წარმატებას". ტრენინგზე სტუდენტებმა გაიარეს ისეთი აქტუალური და საინტერესო საკითხები, როგორიცაა: რეზიუმეს (CV) შედგენა, სამოტივაციო წერილის დაწერა, გასაუბრების ინტერვიუს კითხვებისთვის მომზადება და მათზე სწორი/ეფექტური პასუხების გაცემა. სტუდენტები გაეცნენ კარიერის დაგეგმვის სტრატეგიებს და შეიძინეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ტრენინგს გაუძღვა ანი გაგუა, რომელსაც HR სფეროში 9 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ტრენინგი 28 სექტემბერს (11:00 – 19:00) თავისუფალ უნივრისტეტში ჩატარდეა, რომელიც ტრენინგ/სემინარის ოფიციალური მხარდამჭერია. დიდ მადლობას ვუხდით ტრენინგის მხარდაჭერებს. მსგავსი ტიპის ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება და ყველა მსურველი შეძლებს მასზე დასწრებას.
Read More
StudentJob.ge დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე სტუდენტებისთვის ტრენინგ/სემინარებს ჩაატარებს. სტუდენტური დასაქმების პორტალი - StudentJob.ge სტუდენტებისთვის კარიერის დასაგეგმად და განსავითარებლად საჭირო უნარ - ჩვევების შესახებ 2 დღიან პრაქტიკულ ტრენინგს ჩაატარებს. ტრენინგზე განიხილება ისეთი აქტუალური და საინტერესო საკითხები, როგორიცაა: რეზიუმეს (CV) შედგენა, სამოტივაციო წერილის დაწერა, გასაუბრების ინტერვიუს კითხვებისთვის მომზადება და მათზე სწორი/ეფექტური პასუხების გაცემა. სტუდენტები გაეცნობიან კარიერის დაგეგმვის სტრატეგიებს და შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. ტრენინგს გაუძღვება ანი გაგუა, რომელსაც HR სფეროში 9 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ტრენინგზე/სემინარზე დასწრება შეუძლიათ მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრაციას სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით გაივლიან. ადგილები შეზღუდულია და ამჯერად მხოლოდ 20 სტუდენტი შეძლებს ტრენინგზე დასწრებას. ტრენინგი 28 და 29 სექტემბერს (11:00 – 19:00) თავისუფალ უნივრისტეტში ჩატარდება, რომელიც ტრენინგ/სემინარის ოფიციალური მხარდამჭერია. ტრენინგზე რეგისტრაციისთვის, გადადით აქ: https://goo.gl/OXpuCB რეგისტრაციის ბოლო ვადაა 24 სექტემბერი. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.studentjob.ge
Read More
25 სექტემბერს კლუბი HR hub - ი ოფიციალური წევრებისათვის რიგით მეორე შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას 3 მენტორი ეყოლება და მას სასტუმრო The Terrace უმასპინძლებს. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub - ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება. კლუბის პირველი ღონისძიება 9 ივლისს სასტუმრო The Terrace – ში გაიმართა, სადაც გვყავდა სამი მენტორი: ორი წარმომადგენელი Google – ის HR დეპარტამენტიდან Rebecca O’Farrell , Anam Akhtar და InSource – დან ქალბატონი მედეა ტაბატაძე. HR hub განაგრძობს HR სფეროში საინტერესო ღონისძიებების გამართვას და შემდგ შეხვედრას 25 სექტემბრისთვის აანონსებს. მოწვეული მენტორები იქნებიან: ანი გოცირიძე - საკონსულტაციო კომპანია KPMG -ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: კორპორატიული კულტურა. მარინა კუჭუხიძე - იუსტიციის სახლის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: პროფესიული და კარიერული განვითარების სისტემა და მოდელები იუსტიციის სახლში ეკატერინე ლომიძე - რედისონ ბლუ ივერიას HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: Yes I can შეხვედრა გაიმართება 25 სექტემბერს 19:00, სასტუმრო “ტერასაში”, რომელიც…
Read More