ორშაბათს, 24 აგვისტოს Studentjob.ge - ის ორგანიზებით ჯეოლაბის კურდამთავრებულებსა და პოტენციურ დამსაქმებლებს შორის შეხვედრა გაიმართება. ჯეოლაბი ინოვაციური მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორიაა, სადაც იქმნება საინტერესო და ინოვაციური პროექტები. ჯეოლაბის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტში (ITI) სტუდენტები ხუთი სხვადასხვა მიმართულებით სწავლობენ და თითოეული მიმართულების ფარგლებში ეუფლოებიან მათ მიერ შერჩეულ სპეციალიზაციას. ეს მიმართულებებია: 3D დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, პროგრამირება, ელექტრონული პლატფორმები, პროგრამული პროექტების მართვა. ჯეოლაბის კურსდამთავრებულები ქმნიან პროგრამულ პროდუქტებს, ვებ-გვერდის ან მობილური აპლიკაციის დიზაინს, აპროექტებენ და მართავენ პროგრამულ სფეროსთან დაკავშირებული პროექტებს. ამ შეხვედრაზე ჯეოლაბის კურდამთავრებულები პოტენციურ დამსაქმებლებს წარმოუდგენენ ნამუშევრებს, ბიზნესზე ორიენტირებულ სერვისებს, პროდუქტებს და პროტოტიპებს. მათ ეძლევათ რეალური შანსი ჰქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია დამსაქმებელთან, დასაქმდნენ და მოახდინონ საკუთარი კრეატიული აზროვნების და ტექნიკური უნარ-ჩვევების რეალიზება. HR მენეჯერებს კი საშუალება მიეცემეთ ჰქონდეთ პირდაპირი წვდომა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებთან, პოტენციურ თანამშრომელბთან. ამ მიმართულებით კადრების მოძიება საკმაოდ რთულია. ეს შეხვედრა კი ხელს შეუწყობს და დააკავშირებს პოტნციურ დამსაქმებლებს ამ სფეროს პროფესიოანალებთან. StudentJob.ge გიწვევთ HR მენეჯერებს ამ შეხვედრაზე. მობრძანდით! ჯეოლაბში შეხვედრა და პროექტების პრეზენტაციები 19:00 საათზე დაიწყება. მისამართი: მერაბ ალექსიძის #8 (ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი)
Read More
სტუდენტური დასაქმების პორტალის Studentjob.ge-ის ორგანიზებით, საქართველოში შეიქმნა პირველი HR სივრცე ახალგაზრდა HR სპეციალისტებისთვის. თუ თქვენ ხართ დაინტერესებული ადამიანური რესურსების სფეროთი ან მუშაობთ ამ მიმართულებით, HR hub სწორედ თქვენთვისაა. პირველი ნაკადის აპლიკაციების მიღება დასრულდა 20 მაისს. ხოლო მეორე ნაკადის რეგისტრაცია 2 და 3 ივლისს მიმდინარეობდა. შედეგად კლუბს 190 მსურველიდან 76 ოფიციალური წევრი ჰყავს. HR hub - ში ახალი ნაკადის რეგისტრაცია 30 ივლისს დაიწყო, 19:00 გამოქვეყნდა სარეგისტრაციო ლინკი და ყველა მსურველი შეძლებს დარეგისტრირდეს. რეგისტრაცია დასრულდება 27 აგვისტოს 12:00. HR hub – ში მოხვედრის ერთადერთი გზა აპლიკაციის შევსებაა. აპლიკაციებს განიხილავს ჟიური და წევრების შერჩევა ამ ფორმით ხდება. კლუბის პირველი ღონისძიება 9 ივლისს სასტუმრო The Terrace - ში გაიმართა, სადაც გვყავდა სამი მენტორი: ორი წარმომადგენელი Google - ის HR დეპარტამენტიდან Rebecca O’Farrell, Anam Akhtar და InSource - დან ქალბატონი მედეა ტაბატაძე. მეორე ღონისძიების თარიღსაც მალე დავაანონსებთ. კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, HR სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. HR hub- ის წევრებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული…
Read More