HR hub-ში წევრების ახალი ნაკადის მიღება დაიწყო! [2-3 ივლისი]

რეგისტრაციასტუდენტური დასაქმების პორტალის Studentjob.ge-ის ორგანიზებით, საქართველოში შიქმნება პირველი HR სივრცე ახალგაზრდებისთვის.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული ადამიანური რესურსების სფეროთი ან მუშაობთ ამ მიმართულებით, HR hub სწორედ თქვენთვისაა.

კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა  და გამოცდილების გაზიარებაა. საქართველოში HR სფერო არც თუ ისე განვითარებულია. კომპანიები ხშირად აცხადებენ ამ მიმართულებით ვაკანსიებს, თუმცა შესაბამისი კანდიდატის შერჩევა უჭირთ.
HR hub-ში გაერთიანებულ ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული იდეების გაზიარება.

თუ გსურთ გახდეთ HR hub-ის წევრი უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:

• იყოთ 20-დან 35 წლამდე;
• ნამდვილად უნდა გაინტერესებდეთ ადამიანური
რესურსების სფერო;
• ხედავდეთ თქვენს კარიერას HR სფეროში;
• იყოთ მოტივირებულები შეცვალოთ HR გარემო საქართველოში და დანერგოთ სიახლეები;

HR hub-ში წევრების რაოდენობა შეზღუდულია. აპლიკაციის მეშვეობით შეირჩევა კლუბის საუკეთესო წევრები, რომლებსაც დავუკავშირდებით. მხოლოდ კლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ HR hub-ის ღონისძიებებს. სადაც დასწრება ფასიანი იქნება. თანხა მთლიანად ღონისძიებების ორგანიზებას და კლუბის განვითარებას მოხმარდება.

წევრების მიღება პირველ ეტაპზე უფასოა.

აპლიკაციის შევსება შეგიძლიათ 2 და 3 ივლისს.
კლუბში მოსახვედრად შეავსეთ აპლიკაცია:
https://goo.gl/Kmo3V0BY

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge