ლიბერთი ბანკმა მთელი საქართველოს მასშტაბით სტაჟიორთა ახალი ნაკადის შერჩევა დაიწყო

სტაჟიორებილიბერთი ბანკმა სტაჟიორთა ახალი ნაკადის შერჩევა დაიწყო.

ლიბერთი ბანკი 2014 წლიდან ახორციელდებს სერვის კონსულტანტ/სტაჟიორის პროგრამას, რომელიც მთელი საქართველოს მაშტაბით მიმდინარეობს. პროგრამა გულისხმობს ახალი კადრების მოძიებას, შერჩევას და ტრენინგების პროცესის განხორციელეებას. სტაჟირების ძირითადი მიზანი ერთგული და ლოიალური კადრების მოძიება და დასაქმებაა.

სერვის კონსულტანტის/სტაჟიორის ფუნქცია – მოვალეობებიც სწორედ აღნიშნული მიზნიდან გამომდინარეობს, კერძოს სტაჟიორის ფუნქცია-მოვალებაა: მომხმარებლებლებთან პირველადი კომუნიკაციის დამყარება, მომხმარებლის საჭიროების იდენტიფიცირება და შემდგომი გადამისამართება, მომხმარებელთა მარშრუტის დარეგულირება. მომხმარებელთა დახმარება ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას: რიგის მართვის სისტემის საშუალებით მომხმარებლისთვის ბილეთის ამობეჭდვა, მომხმარებლის დახმარება ბანკომატებთან, სწრაფი გადახდის აპარატებთან და სხვა ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას, რომლის პროცესშიც სერვის კონსულტანტი აქტიურად განახორციელებს სხვადასხვა შეთავაზებებს. ასევე ფუნქცია-მოვალებები მოიცავს ლიბერთი ბანკის ფილიალებს გარეთ განთავსებულ ბანკომატებთან პოზიციონირებას და მომხმარებლისთვის ბანკომატით სარგებლობაში დახმარების გაწევას.

სტაჟირება სამი თვის განმავლობაში გრძელდება და არაანაზრაურებადია.

პირველი ნაკადის შერჩევისას თბილისსა და რეგინებში შერჩეულ იქნა 178 სტაჟიორი, რომელიც ფილიალებსა და სერვის-ცენტრებში გადანაწილდა. სტაჟირების პროცესის შემდგომ ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპი წარმატებით გაიარა და 132 სტაჟიორმა.

სტაჟირების პროცესის დასრულების შემდგომ სტაჟიორთა დაწინაურების და მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე და  მოლარე-ოპერატორის რეზერვის შევსების მიზნით ტესტირების ეტაპის და გასაუბრების ეტაპი წარმატებით გაიარა და ლიბერთი ბანკის ვაკანტურ პოზიციაზე დაინიშნა 132 სტაჟიორი (74 %).

ამჟამად მიმდინარეობს სტაჟიორთა ახალი ნაკადის შერჩევა, გთხოვთ იხილოთ განცხადება ჩვენს ვებ-გვერდზე www.studentjob.ge:

 

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge