HR hub – ის პირველი ღონისძიება 9 ივლისს გაიმართა სასტუმრო “ტერასაში” , რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია. HR hub-ის პირველი ღონისძიებაზე გვყავდა სამი მენტორი: 1.მსოფლიოს ნომერ პირველი საძიებო სისტემის Google – ს HR დეპარტამენტის წარმომადგენელი, რეკრუიტერი – რებეკა ო ფარელი მის კოლეგასთან Anam Akhtar - თან ერთად, ისინი ვიდეო ზარით ჩაგვერთვნენ გუგლის დუბლინის ოფისიდან http://goo.gl/ur9b1Y 2. საკონსულტაციო კომპანია Insource -ის მმართველი პარტნიორი, თავისუფალი უნივერსიტეტისა და მართვის აკადემიის ლექტორი – მედეა ტაბატაძე. http://goo.gl/JgD8rS HR hub - ის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება მიეცემათ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული იდეების გაზიარება.
Read More
ქუთაისში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდჭერით, 10 ივლისს დასაქმების ფორუმი ჩატარდება. ფორუმის მიზანია დასაქმების ხელშეწყობა. ,,დასაქმების ფორუმი" აკაკი წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში 12:00-18:00 სთ-ზე გაიმართება. studentjob.ge სიამვნებით ჩაერთო ამ ფორუში. ჩვენი მიზანია გავუმარტივოთ და დავეხმაროთ სტუდენტებს იპოვონ მათთვის სასურველი სამსახური. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის, ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში მოქმედი მსხვილი და საშუალო კომპანიები. ფორუმი ტარდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 სექტემბრის დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის“ მოთხოვნათა შესაბამისად.
Read More
მსოფლიოს ნომერ პირველი საძიებო სისტემის HR დეპარტამენტის წარმომადგენელები Rebecca O'Farrell და Anam Akhtar HR hub – ის მენტორები არიან და ვიდეო ზარით ჩაგვერთვებიან გუგლის დუბლინის ოფისიდან. ღონისძიებაზე, რომელიც 9 ივლისს 19:00 სასტურო “ტერასაში” გაიმართება HR hub-ში გაერთიანებული ახალგაზრდები და HR მენეჯერები დაესწრებიან. ისინი მოისმენენ მასტერ – კლასს, მიიღებენ რჩევებს და დასვამენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს. კლუბის წევრები ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით Google -ში მიმდნარე პროცესებს, კერძოდ კი რეკრუიტინგთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნობიან. HR hub-ში გაერთიანებულ ახალგაზრდებს, დამწყებ პრაქტიკოსებს და ამ სფეროში უკვე გამოცდილ HR მნეჯერებს საშუალება მიეცემათ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული იდეების გაზიარება. საპრეზენტაციო თემა: როგორ ხდება თანამშრომელთა შერჩევა და რა პირობებს უქმნის „Google” თანამშრომლებს – ახალგაზრდების საოცნებო სამსახური … შეგახსენებთ, რომ HR hub – ის ორგანიზატორი სტუდენტურ დასაქმების პორტალი studentjon.ge – ა. კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. #HRhubGeorgia
Read More
მსოფლიოს ნომერ პირველი საძიებო სისტემის HR დეპარტამენტის წარმომადგენელი Anam Akhtar HR hub – ის მენტორია და ვიდეო ზარით ჩაგვერთვება გუგლის დუბლინის ოფისიდან. Anam Akhtar მეორე მენტორია Google -ის HR დეპარტამენტიდან. ღონისძიებაზე, რომელიც 9 ივლისს 19:00 სასტურო “ტერასაში” გაიმართება HR hub-ში გაერთიანებული ახალგაზრდები და HR მენეჯერები დაესწრებიან. ისინი მოისმენენ მასტერ – კლასს, მიიღებენ რჩევებს და დასვამენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს. კლუბის წევრები ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით Google -ში მიმდნარე პროცესებს, კერძოდ კი რეკრუიტინგთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნობიან. HR hub-ში გაერთიანებულ ახალგაზრდებს, დამწყებ პრაქტიკოსებს და ამ სფეროში უკვე გამოცდილ HR მნეჯერებს საშუალება მიეცემათ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული იდეების გაზიარება. საპრეზენტაციო თემა: როგორ ხდება თანამშრომელთა შერჩევა და რა პირობებს უქმნის „Google” თანამშრომლებს – ახალგაზრდების საოცნებო სამსახური … შეგახსენებთ, რომ HR hub – ის ორგანიზატორი სტუდენტურ დასაქმების პორტალი studentjon.ge – ა. კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. #HRhubGeorgia
Read More