HR hub – ის პირველი ღონისძიება 9 ივლისს გაიმართება.
კრეატიულად მოაზროვნე, წარმატებული, გამოცდილი HR პროფესიონალები და ამ სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდები, სტუდენტები HR hub – ში ერთანდებიან. #HRhubGeorgia
სტუდენტური დასაქმების პორტალის Studentjob.ge-ის ორგანიზებით, საქართველოში შეიქმნა HR hub, პირველი HR სივრცე ახალგაზრდებისთვის. კლუბის ფარგლებში წევრებისთვის პერიოდულად შეხედრები გაიმართება, რომლებზეც მოწვეული გვეყოლება HR სფეროში წარმატებული პრაქტიკოსები, მენტორები.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული ადამიანური რესურსების სფეროთი ან მუშაობთ ამ მიმართულებით, HR hub სწორედ თქვენთვისაა.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.
HR hub-ში გაერთიანებულ ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული
ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული იდეების გაზიარება.
HR hub-ის პირველი ღონისძიება ჩატარდება 9 ივლისს და გვეყოლება მენტორები:
1.მსოფლიოს ნომერ პირველი საძიებო სისტემის Google – ს HR დეპარტამენტის წარმომადგენელი, რეკრუიტერი – რებეკა ო ფარელი, რომელიც ვიდეო ზარით ჩაგვერთვება http://goo.gl/ur9b1Y
2. საკონსულტაციო კომპანია Insource -ის მმართველი პარტნიორი, თავისუფალი უნივერსიტეტისა და მართვის აკადემიის ლექტორი – მედეა ტაბატაძე. http://goo.gl/JgD8rS
შეხვედრა გაიმართება 9 ივლისს 19:00, სასტუმრო “ტერასაში”, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია.