მენტორი – საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია KPMG HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ანა გოცირიძე

მენტორი - ანი გოცირიძესაერთაშორისო კონსალტინგური კომპანია KPMG ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა გოცირიძე  HR hub – ის პირველი ღონისძიების მეორე მენტორია.
ღონისძიებაზე, რომელიც 26 ივნისს გაიმართება HR hub-ში გაერთიანებული ახალგაზრდები და HR მენეჯერები დაესწრებიან. 

ანა გოცირიძე  ლონდონის კომერციული სკოლის მაგისტრია.  ხელმძღვანელობდა სადაზღვეო კომპანია ალდაგი BCI-ს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს. მუშაობდა ბანკი ქართუს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. იყო ელიტ ელექტრონიქსის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, ხოლო 2013 – 2014 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის იუსტიციის სახლის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას. 2014 წლიდან ხელმძღვანელობს საერთაშორისო კონსალტინგური კომპანიის KPMG ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს. 2011 წლიდან, არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრენინგ-ცენტრის ტრენერი.

შეგახსენებთ, რომ  HR hub – ის ორგანიზატორი სტუდენტურ დასაქმების პორტალი studentjon.ge – ა. კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. კლუბში წევრების მიღება სპეციალური აპლიკაციის შედეგად მოხდა და ამჟამად 170 -ზე მეტი მსურველიდან კლუბს 50 ოფიციალური წევრი ჰყავს.

« »
💙 2020 studentjob.ge