HR hub – ის პირველი ღონისძიება 26 ივნისს გაიმართება

Rebecca O'Farrellმენტორი - ანი გოცირიძე

HR hub – ის პირველი ღონისძიება 26 ივნისს გაიმართება. სტუდენტური დასაქმების პორტალის Studentjob.ge-ის ორგანიზებით, საქართველოში შეიქმნა HR hub, პირველი HR სივრცე ახალგაზრდებისთვის. კლუბის ფარგლებში წევრებისთვის პერიოდულად შეხედრები გაიმართება, რომლებზეც მოწვეული გვეყოლება HR სფეროში წარმატებული პრაქტიკოსები, მენტორები.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული ადამიანური რესურსების სფეროთი ან მუშაობთ ამ მიმართულებით, HR hub სწორედ თქვენთვისაა.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა  და გამოცდილების გაზიარებაა.
HR hub-ში გაერთიანებულ ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული
ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული იდეების გაზიარება.

HR hub-ის პირველი ღონისძიება ჩატარდება 26 ივნისს და გვეყოლება მენტორები:

1.მსოფლიოს ნომერ პირველი საძიებო სისტემის Google – ს HR დეპარტამენტის წარმომადგენელი, რეკრუიტერი – რებეკა ო ფარელი, რომელიც ვიდეო ზარით ჩაგვერთვება

2. საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია KPMG – ის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ანი გოცირიძე.

შეხვედრა გაიმართება 26 ივნისს 19:00, სასტუმრო “ტერასაში”, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია.

 

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge