სტუდენტური დღეები 2015 – 7 მაისი, 19 საათი, რიყის პარკი.

11150173_839326512801992_6092077292358045426_n,,სტუდენტური დღეები” არის სტუდენტური ფესტივალი,  რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია  საქართველოში არსებულ ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს. სტუდენტური დღეებისთვის შეიქმნა ჰიმნიც. ფესტივალს აქვს  კონკურსის სახე.  პროგრამის ფარგლებში უმაღლეს სასწავლებლებს შორის  ტარდება კულტურულ-გასართობი და სპორტული კონკურსები, რომელსაც  კომპეტენტური ჟიური აფასებს.  კონკურსები  იმართება შემდეგ სახეობებში:

 

კულტურულგასართობი კონკურსები:

  • ხალხური ცეკვა;
  • ხალხური სიმღერა;
  • თანამედროვე ცეკვა;
  • თანამედროვე სიმღერა;
  • იუმორისტული ნომერი;
  • თეატრალური წარმოდგენა;
  • ორიგინალური ნომერი;
  • სამხატვრო და ფოტო კონკურსი.

სპორტული კონკურსები:

  •  ჭადრაკი;
  • ნარდი;
  • მკლავჭიდი;
  • მაგიდის ჩოგბურთი;
  • სტრიტბოლი (ქუჩის კალათბურთი).

ფესტივალში გარდა ინდივიდუალური და გუნდური კონკურსებისა გამოვლინდება და ჯილდოვდება უმაღლესი სასწავლებლები სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით:

  • ყველაზე მეტ ნომინაციაში გამარჯვებული უნივერსიტეტი;
  • ყველაზე მეტჯერ ნომინირებული უმაღლესი სასწავლებელი;
  • ყველაზე აქტიური უმაღლესი სასწავლებელი;
  • ყველაზე ორგანიზებული უმაღლესი სასწავლებელი.

პროგრამის მიზნები:

  • სტუდენტებში შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა და წახალისება;
  • სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნების უზრუნველყოფა;
  • სტუდენტების თავისუფალი დროის შინაარსიანად დაგეგმის ხელშეწყობა;
  • უნივერსიტეტების მოტივაციის გაზრდა შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

პროექტის გენერალური სპონსორი 2015 წელს კომპანია „მაგთიკომია”.

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge