მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორიის, ჯეოლაბის პრეზენტაცია 4 მაისს გაიმართება

10356728_1458754231081537_2340427597251521799_n

4 მაისს ინოვაციური მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორიის, ჯეოლაბის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე, პროექტის მიზანზე და მნიშვნელობაზე ისაუბრებენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ამერიკის სრულუფლებიანი ელჩი, რიჩარდ ნორლანდი,საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ქაშიბაძე, ჯეოსელის გენერალური დირექტორი, პაველ სმალინსკი და ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი, მაიკლ ქაუგილი.
„ჯეოლაბი არის სივრცე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, რომელიც სამუშაო რეჟიმშია 24 საათის განმავლობაში სხვადასხვა საინტერესო და ინოვაციური პროექტის განხორციელებისათვის. ჯეოლაბში სტუდენტები შეძლებენ შექმნან ბიზნესზე ორიენტირებული სერვისები, პროდუქტები და პროტოტიპები, მოახდინონ საკუთარი კრეატიული აზროვნების და ტექნიკური უნარ–ჩვევების რეალიზება.
ჯეოლაბი ჯეოსელის, ლივინგსტონის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი პროექტია, რომელიც სააგენტოს საგრანტო კონკურსის საფუძველზე შეიქმნა.
ჯეოლაბი GAU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ITI) განუყოფელი ნაწილია. ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისწავლოს და სამი თვის განმავლობაში დაეუფლოს ცოდნას, რომელიც მას მომავალში საშუალებას მისცემს,თავად შექმნას პროგრამული პროდუქტი, შეიმუშავოს ვებ-გვერდის ან მობილური აპლიკაციის დიზაინი, დააპროექტოს და მართოს პროგრამულ სფეროსთან დაკავშირებული პროექტები. მსურველები შეძლებენ ხუთი სხვადასხვა მიმართულებით ისწავლონ და თითოეული მიმართულების ფარგლებში დაეუფლონ მათ მიერ შერჩეულ სპეციალიზაციას. ეს მიმართულებებია: 3D დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, პროგრამირება, ელექტრონული პლატფორმები, პროგრამული პროექტების მართვა“, – აცხადებენ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
პრეზენტაციის 13 საათზე,  ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში  (GAU) გაიმართება.

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge