Emeritus Speaker-ის ღონისძიება სტუდენტებისთვის

ემერიტუს სპიკერი ახალი პროექტია, რომელიც სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შანსს, შეხვდნენ და გაესაუბრონ მათთვის საინტერესო ადამიანებს, გაიზიარონ გამოცდილება და დასვან შეკითხვები. შეხვედრების ინტერაქტიული და განსხვავებული სტილი უზრუნველყოფს სტუდენტების აქტიურ ჩართულობას. დისკუსიებისა და სპიკერების მიერ მოყვანილი საინტერესო ქეისების მაგალითზე, მსმენელები მკაფიოდ გაიაზრებენ სამომავლო კარიერულ ნაბიჯებს.

სპიკერებად სხვადასხვა სფეროს წარმეტებული ადამიანები შეირჩევიან. ისინი სტუდენტებისთვის სპეციალურ პრეზენტაციებს მოამზადებენ და უშუალო თავისუფალი შეხვედრის რეჟიმში შეეცდებიან მათთვის საინტერესო დღის ორგანიზებას.

სპიკერებთან შეხვედრა გაიმართება 21 აპრილს 19:00. დასწრება უფასოა, ადგილები შეზღუდულია. ღონისძიება ჩატარდება მედიათეკაში.

სპიკერები: მედეა ტაბატაძე – Insource და გეგა ფალავანდიშვილი – Freelance Marketing Consultant and Trainer

 

სარეგისტრაციო ფორმა და დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: http://speaker.ge/register/

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge