Monthly Archives: April 2015

ახალი პროექტი “ისწავლე და იმუშავე” დაიწყო!

"ისწავლე და იმუშავე"- ასე ჰქვია­ მედიაჰ­ო­ლდინგის ახალ სოციალურ პროექტს, რომელიც მოტივირებულ, მიზანდასახულ და კრეატიულ ადამიანებს სწავლასთან ერთად დასაქმების რეალურ შანსს სთავაზობს. შერჩეული კონ­კურსანტები­ 2-თვიან ტრენინგებს გაივლიან, ყველ­აზე წარმატებულები­ კი "პალი­ტ­რაში" დასაქმდებიან. აუცილებელი­ მოთხოვნაა, რომ კონკურსანტი უმაღლ­ე­სდ­ამთავ­რ­ებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი იყოს (ნებისმიერი სპე­ც­ი­ალ­იზაციის მიხედვით). "ისწავლე­ და იმუშ­ავე" პროგრამის მონაწილ­ეთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე, რაც გულ­ი­ს­ხმობს კადრების შერჩევის სტანდარტული­ ეტაპების (ტესტირება, გასაუბრება) გავლას. საწყის ეტაპზე რეზიუმეები გადაირჩ­ევა. აქცენტი სამოტივაციო წერილზე გაკეთ­დ­ება. ამიტომ მნიშვნელოვანია, სამოტივაც­იო წერილი რამდენად სწორად და მოკ­ლედ იქნება ჩამოყალიბებული. საბოლოოდ 25 მონაწილე შეირჩევა. განცხადების მიღება უკვე დაიწყო. მსუ­რველებმა CV და სამოტივაციო წერილი გამოგზავნეთ:­ hr@palitra.ge არა უგვიანეს 15 მაისისა.

Read More

ყურადღება – ქასტინგი !!!

კომპანია ,,პრემიერი’’ ტელეკომპანია ,,ჯი-დი-ეს’’-ის დაკვეთით იწყებს სერიალის გადაღებას, რომლის ერთ-ერთი მთავარი ხაზი ახალგაზრდების ცხოვრებაა. სერიალზე დამტკიცებული მსახიობების შრომა, მოლაპარაკების შემდგომ ეტაპზე იქნება ანაზღაურებული. დრამის ფაკულტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ქასთინგში ორშაბათს, 27 აპრილს 13 საათიდან 15 საათამდე. მისამართი: რუსთაველის ქ # 12 (პირველი სკოლის გვერდით), მე-3 სართული -კომპანია ,,პრემიერი’’. საკონტაქტო ტელეფონები : 555 97 37 69 ; 577 44 18 81

Read More

ADMISSION TO THE MASTER OF AGRIBUSINESS (MAB) PROGRAM IS OPEN!

FULL SCHOLARSHIPS AVAILABLE FOR GEORGIAN STUDENTS! The Master of Agribusiness (MAB) program of the Agribusiness Teaching Center announces beginning of admission for academic year 2015-2016. The Master of Agribusiness (MAB) program offers a professional business degree in partnership with Texas A&M University and the Armenian National Agrarian University. The MAB program provides a two-year internationally competitive business education taught in English which equips future finance and marketing specialists and entrepreneurs with strong quantitative, management, and decision-making skills. The MAB curriculum is based on the curriculum used at Texas A&M University. For additional information on admission requirements, visit mab.icare.am, contact the Admission Office at (+374 10) 56 96 70 (extension 16) or email at arpine@icare.am or arparakelyan@gmail.com. http://icare.am/atc

Read More

Startup Nest – ქართველი სტუდენტებისთვის ბიზნესის დაწყების ხელშემწყობი ახალი პროგრამა

Startup Nest არის არაკომერციული საგანმანათლებლო აქსელერაციისა და ინკუბაციის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ბიზნესის დაწყების ხელშეწყობას. ეს წარმოადგენს სივრცეს, სადაც სტუდენტები საკუთარი კომპანიების შექმნას და განვითარებას შეძლებენ, მიიღებენ აღნიშნული პროცესის განხორციელებისათვის შესაბამის ცოდნას და კონსულტაციებს. აქსელერაციის პროგრამა ორიენტირებულია პრაქტიკულ საკითხებზე რაც მნიშვნელოვნად განავითარებს ახალგაზრდების გამოცდილებას. პროექტის მონაწილეებს წვდომა აქვთ 5 ათას ლარიან საპრიზო ფონდთან და ასევე ფონდთან, რომელიც მიზნად ისახავს სხვა სტარტაპების მხარდაჭერას. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო. აპლიკანტებთან გასაუბრებები კი 4 მაისიდანაა დაგეგმილი

Read More

Startup Nest – კარგი იდეა გაქვს? აქციე ბიზნესად

კარგი იდეა გაქვს? აქციე ბიზნესად ძალიან მაგარი შანსი თქვენთვის, სტუდენტებისთვის ➡ საგანმანათლებლო აქსელერაციისა და ინკუბაციის პროგრამა - Startup Nest სტუდენტებს გაძლევთ უნიკალურ შანსს დაიწყოთ ბიზნესი 0-დან. ➡ დაინტერესდით? რეგისტრაცია მარტივია! შეავსე სარეგისტრაციო აპლიკაცია 3 მაისის ჩათვლით http://goo.gl/vvtilS

Read More

Emeritus Speaker-ის ღონისძიება სტუდენტებისთვის

ემერიტუს სპიკერი ახალი პროექტია, რომელიც სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შანსს, შეხვდნენ და გაესაუბრონ მათთვის საინტერესო ადამიანებს, გაიზიარონ გამოცდილება და დასვან შეკითხვები. შეხვედრების ინტერაქტიული და განსხვავებული სტილი უზრუნველყოფს სტუდენტების აქტიურ ჩართულობას. დისკუსიებისა და სპიკერების მიერ მოყვანილი საინტერესო ქეისების მაგალითზე, მსმენელები მკაფიოდ გაიაზრებენ სამომავლო კარიერულ ნაბიჯებს. სპიკერებად სხვადასხვა სფეროს წარმეტებული ადამიანები შეირჩევიან. ისინი სტუდენტებისთვის სპეციალურ პრეზენტაციებს მოამზადებენ და უშუალო თავისუფალი შეხვედრის რეჟიმში შეეცდებიან მათთვის საინტერესო დღის ორგანიზებას. სპიკერებთან შეხვედრა გაიმართება 21 აპრილს 19:00. დასწრება უფასოა, ადგილები შეზღუდულია. ღონისძიება ჩატარდება მედიათეკაში. სპიკერები: მედეა ტაბატაძე – Insource და გეგა ფალავანდიშვილი – Freelance Marketing Consultant and Trainer   სარეგისტრაციო ფორმა და დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: http://speaker.ge/register/

Read More

დასაქმების ფორუმი 24 აპრილი

24 აპრილს 17:00 საათზე 519 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა სადაზღვევო კომპანია ალდაგის წარმომადგენლებთან. ალდაგი პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში და მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სტუდენტების დასაქმების კუთხით. კომპანია უქმნის მათ მოქნილ სამუშაო გრაფიკს და გარემოს კარიერული განვითარებისთვის. ამ შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები გაგაცნობენ, როგორ მუშაობს ალდაგის სააგენტო ქსელი, გაგიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და გაგაცნობენ დასაქმების შესაძლებლობას.

Read More

დასაქმების ფორუმი 15 აპრილი

15 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, სადაზღვევო კომპანია ”იმედი L” ბიზნესის სკოლის სტუდენტებს შესთავაზებს ვაკანსიებს.

Read More

ყველაზე მასშტაბური პრაქტიკის პროგრამა ქართველი სტუდენტებისთვის!

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ იწყებს ყველაზე მასშტაბურ პრაქტიკის პროგრამას ქართველი სტუდენტებისთვის! „დელტას“ პროექტი ქართველი სტუდენტებისთვის ითვალისწინებს რამდენიმე თვიანი პრაქტიკული კურსის გავლას როგორც „დელტას“ მენეჯმენტში, ასევე უნიკალური ქართული თავდაცვითი მრეწველობის კომპლექსში. studentjob.ge მიესალმება, მხარს უჭერს  მათ ამ ინიციატივას და უსურვებს წარმატებას!   www.delta.gov.ge    

Read More

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge