შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების დასაქმება www.studentjob.ge

www.studentjob.ge – ის ახალი ინიციატივა გულისხმობს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების დასაქმებას.

ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება და სპეციალური აღნიშვნით გამოიყოფა ის ვაკანსიები, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებსაც შეუძლიათ გააგზავნონ CV.

აღნიშნულ ინიციატივაში მნიშვნელოვანია კომპანიების მხარდაჭერა და ჩართულობა, რომლებიც სამუშაო ადგილებს ქმნიან. მათი სურვილის და დახმარების გარეშე ეს იდეა ვერ განხორციელდება.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ხელს შევუწყობთ შშმ სტუდენტების დასაქმებას.

ერთად ვიზრუნოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების დასაქმებაზე! ამით დავეხმარებით მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.

მათი მომავალი ჩვენს ხელთაა.

კომპანიებს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ ამ ინიციატივაში.
ვინ იქნება პირველი?..

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge